martedì 1 luglio 2014

                                                                 
       
ავტოპორტრეტი



ავტოპორტრეტი არის  მხატვრის მიერ შექმნილი საკუთარი პორტრეტი.

მოსწავლე ეცნობა რენესანსის ხანის რამდენიმე მხატვრის ავტოპორტრეტს და მსჯელობს აღორძინეიბის ხანის თავისებურებებზე.



  მოსწავლეს განვუვითაროთ ხელოვნების ნაწარმოების ისტორიულ კონ-ტექსტში აღქმის უნარი, რათა მან გააანალიზოს რენესანსის რამდენიმე მხატვრის შემოქმედება და მათი წვლილი კონკრეტულად ერთი ჟანრის-
ავტოპორტრეტის განვითარებაში.
      მოსწავლე მსჯელობს იმის შესახებ,თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე.



მოსწავლეთა ასაკი:  12 წელი 

გაკვეთილის ვადები და ხანგრძლოვობა:              -30 წუთი



მოსალოდნელი შედეგები:


    მოსწავლეს შუძლია  მსჯელობა თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე.



საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, რენესანსის ეპოქის თვალსაჩინო მასალა-რეპროდუქციები.

გაკვეთილის მსვლელობა: 
აქტივობა I.ინფორმაციის გაცნობა და მსჯელობა-15წთ.

აქტივობაII.ინფორმაცია და ინტერაქტივი-10წთ.

აქტივობაIIIინტერაქტივი-10წთ.

აქტივობაIV.საკლასო დავალება-10წთ.

გაკვეთილს აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.

პროექტის ხელმძღვანელი: დავით ჯგუბურია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: datojguburia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: avtoportreti.blogspost.com



Nessun commento:

Posta un commento